weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბავშვებს, ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, ბედნიერი ცხოვრება ელით - ჯეჯელავა

15:42 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

„ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, იმ ბავშვებს ელით ბედნიერი ცხოვრება, იმიტომ, რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში არის გაცილებით უფრო მაღალი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რეალურ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სამსახურს მხოლოდ საჯარო სამსახურს ეძახიან.

„მინდა, გითხრათ, რომ ათი უმაღლესდიპლომიანიდან ოთხი საქმდება და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებიდან - შვიდს ექნება შანსი, რომ სამსახური ჰქონდეს. სამსახური ჩვენთან ეწოდება გამგეობაში იურისტის თანამდებობას და ადამიანი რომ შრომობს და რაღაცას აკეთებს - არა, ეგეთი სამსახური არ გვინდა შვილებისთვის. ოპერატორი არ გვინდა, აი დირექტორი კარგი იქნებოდა. ან განყოფილების უფროსი. ჩვენ თუ გვექნება 3 მილიონ 700 ათასი განყოფილების უფროსის თანამდებობა, ყველა თუ ვიქნებით იურისტი და ელჩი, ქვეყანა არ ვიქნებით და თუ გვინდა ვინმემ საქმე გააკეთოს, მაშინ პროფესიული განათლება უნდა დაბრუნდეს მოდაში“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სკოლებში საატესტატო გამოცდები 2010 წლიდან ტარდება. ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო საგნებში მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. 2016-2017 სასწავლო წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებზე ეს ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]