„როგორც ჩანს, მოუმზადებლები იყვნენ, რის გამოც უკან დაბრუნება გაუჭირდათ. კავშირი ერთ-ერთ მოზარდთან გვაქვს. უკვე მოუყვებიან ბილიკს და როდესაც მდინარე ექნებათ გადმოსალახი, რეინჯერები და მაშველები დახვდებიან და გადმოიყვანენ. მდინარის დონემ დაიკლო და მათი გამოყვანა მალევე მოხერხდება“, - უთხრა გიორგი სულამანიძემ „რეგინფოს“.
მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა და ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ხიდები წაიღო. ამ პერიოდში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობა რეკომენდირებული არ არის.