თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრებიან.
დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.