გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.