ხულოს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, რუსლან აბულაძის თქმით, ქალს ჭილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ფეხზე, მხარზე და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისივე ინფორმაციით, დაჭრილს რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.