წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც მანქანას რეცხავდა, დენმა დაარტყა და დაიყვირა, რა დროსაც მასთან საშველად თანამშრომელი მივიდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.