weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ობიექტივი“ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დაჯარიმდა

15:18 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტოზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ფოტოზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“  3132 ლარით დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, „ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა, რითიც კანონი დაარღვია.

„კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

არასაარჩევნო დროს მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვას უსამართლოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს პარტია „ევროპული საქართველო“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს მდგომარეობა მედიაორგანიზაციებს საშუალებას ართმევს, მიიღონ შემოსავალი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს - მიაწოდონ თავიანთი გზავნილები მოქალაქეებს მასმედიის საშუალებით. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს. ოთარ კახიძის თქმით, მისმა პარტიამ უწყებათაშორის საბჭოს უკვე მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]