weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის გამო მძღოლს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

16:34 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტო: მამუკა ჭიკაძე ფოტო: მამუკა ჭიკაძე

თელავის რაიონულმა სასამართლომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე 9 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ მიკროავტობუსის მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოზე დადასტურდა, რომ ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ბ.კ.-მ, რომელიც „დოჯი სპრინტერის“ მარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს დაარღვია კანონის მოთხოვნები, მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა მძღოლი 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]