weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხეში 78 წლის ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს

20:57 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018

ახალციხეში 78 წლის ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს. როგორც მეზობლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას თქვეს, მძარცველებმა პენსიონერის სახლში დაახლოებით ღამის 3 საათზე შეაღწიეს, ქალი გაკოჭეს, ცემეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვეს. სახლიდან 400 ლარია წაღებული.

ძარცვა 10 აგვისტოს მოხდა. უგონოდ მყოფი მოხუცი დილით მეზობელმა ნახა და პოლიცია გამოიძახა.

„ქალს უთქვამს, 200 ლარი მაქვს და წაიღეთო. იმათ უთქვამთ, ვიცით, რომ მეორე ოთახში კიდევ გაქვს და ისიც მოგვეციო. ამასობაში ერთ-ერთისთვის ქალს ფეხი ამოურტყია. ამის მერე მძარცველებს ქალი ისე უცემიათ, რომ დილამდე უგონოდ ეგდო, თან პირი და ხელები „სკოჩით“ გაუკოჭავთ. დაზიანებები ძირითადად თავზე ჰქონდა. განსაკუთრებით თვალებთან ჰქონდა ჩალურჯებები. ეტყობა თვალებში ურტყეს“, – ამბობს მეზობელი.

მეზობლების თქმით, მოხუცმა ერთ-ერთი მძარცველი, რომელიც სავარაუდოდ, მისი ნათესავია, ხმით იცნო. თავად დაზარალებული ამჟამად დასთან ცხოვრობს და მომხდარზე საუბარი არ სურს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]