weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლომისობის დღესასწაულზე 2 ადამიანი დაშავდა

17:24 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ბედოიძემ უთხრა, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.

„ეკლესიისკენ მიმავალ ბილიკზე ორი ადამიანი დაგორდა. მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. სავარაუდოდ, მოტეხილობა აქვს ქალსაც, რომელსაც ფეხი გადაუტრიალდა. ისინი მაშველებმა ჩამოიყვანეს. ეკლესიისკენ მიმავალი სამკილომეტრიანი გზა აღმართზეა და ტყეზე გადის. ყოველ წელს არის შემთხვევები, როდესაც მომლოცველები ზიანდებიან, ამიტომ ადგილზე სამაშველო სამსახური  მუშაობს. წელს კარგი ამინდია და ამ დრომდე, ორი ადამიანის გარდა სხვა არავინ დაშავებულა“, - ამბობს თენგიზ ბედოიძე.

„რეგინფოსთან“ საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ანო ფილაური ამბობს, რომ მლეთაში დილის 5 საათიდან, 65 მაშველი მუშაობს. ამ დრომდე მათ ოცამდე ადამიანს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ეკლესიამდე გზის გაგრძელებაში დაეხმარნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები მლეთაში გვიან ღამემდე იმუშავებენ.

ლომისობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. ამ დღეს მლეთაში მომლოცველები იკრიბებიან და მთაზე ადიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მომლოცველები მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]