weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

11:48 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018
ფოტო: პანკისის სათემო რადიო ფოტო: პანკისის სათემო რადიო

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვა დღეს, 12 საათზე იყო დანიშნული.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.

„მეტი ინფორმაცია არ მაქვს. სახლში უწყება მომივიდა, რომ მოწმის სახით ვარ დაბარებული. რამე დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი, ვიფიქრებდი, რომ ამის გამო დამიბარეს. ვფიქრობ, სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტის გამო მიბარებენ, ტერორისტად რომ გამომაცხადეს და უნდათ რამენაირად თავი დაიძვრინონ, თავისი საქციელი რომ გაამართლონ“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

2018 წლის ივნისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ. მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ ასეთი განცხადება აღელვების ნიადაგზე გააკეთა.

აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას უსაფრთხოების სამსახურმა მისი დევნა და თვალთვალი დაიწყო.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში, სასიკვდილოდ დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]