weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი აფეთქებაზე გაკეთებული განაცხადების გამო დაკითხეს

18:16 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თავის აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დაკითხეს.

„კონკრეტული კითხვა იყო თუ რას ვგულისხმობდი მაშინდელ აქციაზე. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები და მეორე დღეს ეს უკვე არც მახსოვდა. სამი თვის შემდეგ რატომ დამიბარეს - ეს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯონ. თემირლანის მკვლელობის დღიდან უსამართლოდ ვიდევნები. თუ დამაკავებენ, ის ციხეც ჯოჯოხეთი იქნება, გარეთ ვარ - აქაც ჯოჯოხეთია, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

„როგორც განგვიმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენის მომზადებას, თუმცა კიდევ ერთელ ვაფიქსირებ, რომ არ ვეთანხმებით ამ ფორმულირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ტერორისტული დანაშაულის ნიშნები მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაში არ ჩანდა. ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. როგორც გვითხრეს, ჯერჯერობით მეტი კითხვა აღარ აქვთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ. მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ ასეთი განცხადება აღელვების ნიადაგზე გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ივნისში დაიწყო. „ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს“, - განუცხადეს „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]