შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
მამუკა საღარეიშვილი და კონსტანტინე ანანიაშვილი შსს-ში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ. უწყების ცნობით, ანანიაშვილი 2013-2016 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი 2016 წლიდან ეკავა.