weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შიდა ქართლში პატრული ცემეს და სანიაღვრე არხში ჩააგდეს

10:51 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა მოქალაქეს, რომელმაც 2016 წლის მაისში, შიდა ქართლში, თბილისი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმის მასალების მიხედვით, მოქალაქემ ორივე პოლიციელს სახეში გაარტყა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოსთხოვეს. დარტყმის შედეგად ერთ–ერთი პოლიციელი ივანე კოშაძე სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც მოქალაქემ მისი ცემა გააგრძელა.

მოქალაქე დააკავეს. ის პატიმრობაში მხოლოდ 11 დღე იმყოფებოდა. პროკურატურამ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ ანალოგიურ შემთხვევებში სხვა პირების მიმართ უფრო მძიმე სასჯელია გამოყენებული – მოქალაქეები პატიმრობაში დატოვეს, ან თავისუფლების სანაცვლოდ ფულადი თანხის გადახდა დააკისრეს.

 

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]