ავტომობილის ნახევარი თითქმის მთლიანად დაიწვა. ადგილზე ათამდე მეხანძრე მუშაობდა.
30 წუთის განმავლობაში საპატრულო პოლიციას თბილისი-ბაკურციხის ავტომაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდა და მოძრაობა ორმხრივად იყო შეწყვეტილი.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.