სამინისტროს ცნობით, ქალი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია და რამდენიმე საათში გაეწერა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავარია ორი დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.