weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აეროპორტის ოფიცრებს ირანის მოქალაქეების რელიგიური გრძნობები არ შეულახავთ – სამინისტრო

12:45 შაბათი, 18 აგვისტო 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყეს. პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის, რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

„აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან, სადაც ამ საკითხს კიდევ ერთხელ გავივლით“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

16 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ბაჰრამ ყასემმა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო, ირანმა საქართველოს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა. მისივე თქმით, გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელი ქალების ისლამურ თავსაბურავებს უპატივცემულოდ მოეპყრნენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]