weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამორიცხული არ არის გემის დაკარგვა მეკობრეობას უკავშირდებოდეს

17:02 შაბათი, 18 აგვისტო 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ გემ „პანტელენას“ გაუჩინარება, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეკობრეობასთან იყოს დაკავშირებული.

„გემის გაუჩინარების მიზეზებზე რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. გამოითქვა სხვადასხვა ვერსია, მათ შორის მეკობრეობის ვერსიაც. ამ ეტაპზე, ვიდრე არ მივიღებთ მეტ-ნაკლებად  სარწმუნო ინფორმაციას, არაფრის დადასტურება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, 5 დღის წინ გაუჩინარდა. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა. გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან 17 ბათუმელი და ორი რუსი მეზღვაურია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოძიების სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს.

„აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი - UKMTO“, - განაცხადეს სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]