მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების გააქტიურების შესახებ, სააგენტოს მიერ, 18 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან გაცემულ იქნა გაფრთხილება, რომ 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა.
მოსალოდნელ ძლიერ ნალექებს შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოეწვია.
მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 18 აგვისტოს ძლიერი წვიმა აღინიშნა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო/მთიან რაიონებში; ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად აღინიშნა თიანეთში, თელავსა და ახმეტის რაიონის ზოგიერთ სოფელში. ძლიერი წვიმდა დაფიქსირდა ასევე თბილისში.
19 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა.
20 და 21 აგვისტოსაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.