weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტისაოკუპაციო მოძრაობა თრუსოს ხეობაში 24-საათიან პატრულირებას იწყებს

10:56 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ თრუსოს ხეობაში 24-საათიან სამოქალაქო პატრულირებას იწყებს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრისა და ჟურნალისტის, ლაშა ბერულავას განცხადებით, სოფელ კობის ძველ სასაფლაოზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა იყო აღმართული, პატრულირების მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი პროვოკაციების თავიდან აცილებაა.

„ჩვენი ინფორმაციით, იქ ნამდვილად იყო აღმართული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, რომელზეც იყო გამობმული ხელყუმბარა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ არის გამორიცხული თრუსოს ხეობის სხვა სოფლებშიც. ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მოვახდინოთ მსგავსი პროვოკაციული ქმედების პრევენცია“, - განაცხადა ლაშა ბერულავამ „რუსთავი 2“-თან.

„ძალა ერთობაშიას“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, საფლავზე ნახეს დროშის ტარი, რომელზეც, სავარაუდოდ, დანაღმული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა იყო დამაგრებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს, რომელიც საბრძოლო მოქმედებაში არ იყო მოყვანილი. ამასთან, შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასაფლაოზე დროშაც იყო აღმართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]