სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი დათხოვნაში იმყოფებოდა და მეზობლის მიერ გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხვდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ შესაძლო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის დანაშაულს აღიარებს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.