weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

10:03 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. მეჩეთებში დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეები პირუტყვს კლავენ და ხორცს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველებში თანაბრად ანაწილებენ.

შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის. დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება - ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში ტოვებენ. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც მარხვის თვის - რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან 70-ე დღეს იწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]