weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრებისთვის 40 ავტომანქანა შეიძინა

16:43 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრების ჩასაქრობად 40 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რისთვისაც დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

20 ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა. დანარჩენი 20 ავტომანქანაც ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და გამოიყენება რთულ რელიეფზე როგორც წყლის გადასატანად, ისე ადამიანების გადასაყვანად.

„დამატებით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან წელს ცხრა სახანძრო ავტომობილს მივიღებთ, რომელიც ასევე გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს. ეს რესურსი სრულად ფარავს იმ საჭიროებას, რაც გვაქვს ტყის ხანძრებთან დაკავშირებით. ნებისმიერი მასშტაბის ტყის ხანძრისთვის ვართ მზად. ეს ტექნიკის განახლების პირველი ეტაპია და მომავალი წლიდან განახლების პროცესი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა.

საქართველოში ტყის 6 სახანძრო მანქანა უკვე შემოვიდა, რამდენიმე კვირაში კი დამატებით 14 ახალი მანქანა შემოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]