weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წითელათი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მე-3 ადგილზეა

17:28 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათ წელში ევროპაში წითელათი ავადობის მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ამ ვირუსით დაახლოებით 41 ათასი ადამიანი დაავადდა. 37 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000-ს გადააჭარბა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი 23 070 შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა. მას მოსდევს სერბეთი - 4954 შემთხვევა, საბერძნეთი - 2476, საფრანგეთი - 2579, იტალია - 2020, რუსეთი - 1396 და საქართველო - 1128.

ერთ მილიონ მოსახლეზე წითელათი ავადობის შემთხვევების მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო 12 თვის მონაცემებით, სერბეთში ერთ მილიონ მოსახლეზე წითელათი 643 ადამიანი ავადდება, უკრაინაში 605, საქართველოში 307, საბერძნეთში - 293.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივნისში საქართველოში წითელას 212 შემთხვევა დაფიქსირდა, მაისში - 253, აპრილში - 221, მარტში 158, თებერვალში - 159, იანვარში - 125, გასული წლის დეკემბერში კი - 60.

წითელას ვირუსი ადამიანებზე ადვილად გადადის და სწრაფად ვრცელდება. ეპიდემიის პრევენციისთვის საჭიროა მოსახლეობის 95%-ის იმუნიზაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, გარდა ამისა, დაავადების გამოვლენა ხშირად დროულად ვერ ხერხდება.

წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით - ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში. როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]