შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ერთი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა, ორი კი ჰოსპიტალიზაციის დროს დაიღუპა. დაშავებულები ამ წუთებში რაიონული საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკებში გადაჰყავთ.
როგორც „რეგინფოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ უთხრა, ერთ-ერთი დაღუპული სოფელ საკეციაში ცხოვრობდა, დანარჩენები კი მისი სტუმრები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.