დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავის ტრავმის გამო მძიმეა, ხოლო დანარჩენებს დაჟეჟილობები და მოტეხილობები აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.