weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლეღვის ნახარშით 12 წლის გოგონამ სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო

14:16 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
ფოტოზე გუგა ქაშიბაძე ფოტოზე გუგა ქაშიბაძე

ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში 12 წლის გოგონა მოათავსეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, გოგონა გულმკერდის, მუცლისა და ზედა კიდურების 40%-იანი დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებაში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მიიყვანეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„პრაქტიკაში ეს ყველაზე მცირე ასაკის პაციენტია, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების გამო მიიღო“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ პირველ არხთან.

მისივე ინფორმაციით, წელს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის ცენტრში სულ ხუთი პაციენტი მოათავსეს. გასული წლის ზაფხულთან შედარებით, მსგავსი შემთხვევების რიცხვი გაზრდილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]