weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის რაიონში თხილის პლანტაციაში მუშაობისას მუშა დაიღუპა

17:13 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია აგრიჯორჯიასთხილის პლანტაციაში მუშაობისას 70 წლამდე მამაკაცტრაქტორი დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მერის წარმომადგენლის ბადრი დარასელიას ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ჭითაწყარში ცხოვრობდა და თხილის გადამამუშავებელ კომპანიაში მუშად მუშაობდა.

„საწარმოს ტერიტორიაზე ნარგავებს რწყავენ, ხან თხილს კრეფენ და ხან მანქანებს ტვირთავენ. რა გახდა ტრაქტორის დაჯახების მიზეზი უცნობია. მუშის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული“, - ამბობს ბადრი დარასელია.

„აგრიჯორჯია“ კორპორაცია „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]