weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ვერ ვადასტურებთ, რომ გემი Pantelena მეკობრეებმა გაიტაცეს – რუსი დიპლომატი

20:00 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

გაბონის ხელისუფლებამ დაასრულა ქვეყნის სანაპიროსთან გაუჩინარებული ტანკერის ძებნა, რომლის ბორტზეც 17 ქართველი და ორი რუსი მეზღვაური იმყოფება, სამძებრო ოპერაციას ახლა მეზობელი ქვეყნები განაგრძობენ, - განაცხადა გაბონში რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა ანტონ სპირიდონოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„ბოლო კვირის განმავლობაში საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობდა გაბონის ხელისუფლებასთან, შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, რომლებმაც გემის აღმოსაჩენად ყველა ხერხს მიმართეს და ყველა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს. ორშაბათს ოპერაცია დასრულდა, გემი აღმოჩენილი არაა, ისევე როგორც არ არსებობს ტექნოგენური კატასტროფის, ჩაძირვის, ავარიის კვალი“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, დღეს იმის თქმა, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, შეუძლებელია: „ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ოფიციალური მტკიცებულებები არ გავქვს“.

სპირიდონოვის განცხადებით, გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping-ი აქტიურად მუშაობს ანგოლას, კამერუნის, ეკვატორიული გვინეის, სან-ტომესა და პრინსიპის ხელისუფლებებთან, სადაც ასევე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაციები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Pantelena-სთან კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

გემზე, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, 19 ადამიანი იმყოფება, მათგან 17 ბათუმელი, ორი კი რუსი მეზღვაურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]