შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 1970 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 182 შემთხვევა დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.