როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ თვითმხილველებმა თქვეს, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მამაკაცი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.
გარდაცვლილი სოფელ ბოლაჯაურიდან იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.