„შესაძლოა ისინი მწვერვალზე ადრე დაკარგული ტურისტები არიან. ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ და მას შემდეგ რაც ცხედრებს გადმოასვენებენ, ექსპერტიზა მათ ვინაობას დაადგენს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზეა. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია და ზღვის დონიდან 4700 მეტრზეა, ჩრდილოეთი 10 მეტრით დაბალია. უშბის მწვერვალები სილამაზითა და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს.