შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეორე საავადმყოფოში ტრანსპორტირების დროს დაიღუპა. სხეულის დაზიანებები ავტომობილის მძღოლმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.