weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

10:34 შაბათი, 25 აგვისტო 2018

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ზე წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, გოგონა კი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. რადიო „ათინათის“ ინფომაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

„ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი აღენიშნებოდა. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და საავადმყოფოდან უკვე გავწერეთ“, - განაცხადა ზუგდიდის ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მუსიკალური ფესტივალი Echowaves 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი მხარდაჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]