აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი 2017 წლის იანვრიდან კახა ბუხრაძე იყო. ის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს.
კახა ბუხრაძის გათავისუფლებას 11-12 მარტს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ. მათი თქმით, კახა ბუხრაძე აჭარლებს „თათრებს“ უწოდებდა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს უსამართლოდ აჯარიმებდნენ.