weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ პროვოკაციები ხორციელდება – ცესკო

16:54 შაბათი, 25 აგვისტო 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში უცნობმა პირებმა დარეკეს და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. კერძოდ, დატოვეს შეტყობინება, თითქოს კომისიის ხელმძღვანელი პირები რეგიონის ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებულნი.

„სატელეფონო ზარები განხორციელდა „ქართული ოცნების“ სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ „გადაგზავნილი“ საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბანის, მარნეულის, ზუგდიდის და თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ანა მიქელაძის თქმით, შესაძლოა დამუშავებული ჩანაწერებიც გავრცელდეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს; დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]