შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული უშგულის მკვიდრია.
„ბიჭი კოშკზე გარედან ადიოდა. როგორც ჩანს დაიღალა, სხეულის შეკავება ვერ შეძლო, სულ მცირე 15 მეტრიდან ჩამოვარდა და ქვაზე დაეცა. დაშავებული გონზეა, მაგრამ ძლიერი ტკივილები აქვს“, - ამბობს ბესო ჩარქსელიანი.
დაშავებულის ვერტმფრენით ტრანსპორტირება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა მოითხოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უშგულისკენ უკვე გაფრინდა.