შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სოფლის ცენტრში რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, 40-წლამდე მამაკაცმა სავარაუდოდ უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი მის ბიძაშვილსა და მეზობელს, 30 წლამდე მამაკაცს მოხვდა. ამის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ დანაშაულთან სხვა პირების კავშირი ამ ეტაპზე არ იკვეთება.