ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტ დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, ამ დროისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება.