ცესკო ფეტვიაშვილის განცხადებას უახლოეს დღეებში განიხილავს.
გუშინ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა აუდიომასალა, სადაც უცნობი პირი დავით ფეტვიაშვილს საუბნო კომისიების დაკომპლექტებასა და „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისთვის სიების მიწოდებაზე ესაუბრება. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ კენჭისყრამდე უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან კომისიების თავმჯდომარეები და მოადგილეები.
„ძალა ერთობაშია“ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას და კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ცესკოში განაცხადეს, რომ აუდიომასალას შეისწავლიან და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება ექნებათ.