weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს

17:27 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისიდან რუსმა სამხედროებმა 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა უთხრა, გიორგი ხარაზიშვილი ტყეში ფიჩხის მოსატანად იყო წასული, როდესაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს.

ზაზა გულიაშვილის თქმით, გატაცების შესახებ ოჯახი ინფორმირებულია, უკანონოდ დაკავებული კი სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]