როგორც მერის წარმომადგენელმა მიხეილ ხეჩიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ავტოავარია გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი და დაშავებული სოფელ ალმატიდან არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.