weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის ცნობით, ქართველი მოლაშქრეები ყელის ტბასთან დააკავეს

13:54 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული საქართველოს 5 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ შაბათს წავიდნენ და ყელიწადის ტბაზე ასვლას აპირებდნენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი გუშინ დააკავეს.

თრუსოს ხეობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დასავლეთით ესაზღვრება. ყელიწადის ტბა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ყელის ტბა კი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]