weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ანაკლიაში ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

12:23 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანაკლიაში ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სააგენტო „ლაივპრესს“ პროკურორმა მაია ჯაბუამ განუცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა დახურა. ადვოკატ გვანცა შელიას განმარტებით, ბრალდებულს არ სურდა მისი იდენტიფიცირება მომხდარიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალის გაუპატიურების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 23 წლის მამაკაცი 28 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 27 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]