როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდობა 14-15 აგვისტოს, ღამით მოხდა, ეჭვმიტანილები კი 27 აგვისტოს დააკავეს. „ხუთივე ქართველია და ახალგაზრდა. წარსულში არ არიან ნასამართლევები, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლახანს ჩამოვიდნენ იტალიაში“, - აღნიშნულია სტატიაში.
ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ, აგვისტოს შუა პერიოდში ნაქურდალი ნივთების მხოლოდ ნაწილი იპოვეს.
დაკავებულები სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან.
Corriere della Sera ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედების სქემის შესახებაც წერს. გამოცემის ცნობით, ქურდები ევროპის ქალაქებში ჩადიან, უკავშირდებიან პირს, რომელიც მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს, ძარცვავენ სახლებს და რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში სხვა ქალაქში გადადიან.