შსს-ს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სათემო რადიო „მარნეული“ იუწყება, რომ გარდაცვლილმა სახლში წერილები დატოვა, თუმცა მათი შინაარსი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 1 082 ფაქტზე დაიწყო. გასული წლის იგივე პერიოდში 479 ასეთი დანაშაული იყო რეგისტრირებული.