„შატილობაზე“ ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი შესრულდება, გაიმართება დოღი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება, ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, კონცერტი ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით. დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც ჯგუფი „რეგიონი“ და „ჩვენებურები“ მიიღებენ მონაწილეობას.
წლევანდელი „შატილობის“ დევიზია „მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის“. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის მიზანი პირიქითა ხევსურეთის პოპულარიზაციაა.