weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

1-ელ სექტემბერს ხევსურეთში „შატილობა“ გაიმართება

12:31 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ხვალ, პირველ სექტემბერს, ხევსურეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შატილობა“ გაიმართება. დღის განმავლობაში შატილში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

„შატილობაზე“ ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი შესრულდება, გაიმართება დოღი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება, ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, კონცერტი ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით. დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც ჯგუფი „რეგიონი“ და „ჩვენებურები“ მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელი „შატილობის“ დევიზია „მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის“. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის მიზანი პირიქითა ხევსურეთის პოპულარიზაციაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]