weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სექტემბრიდან მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

13:06 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში მოსწავლეებს მეტალოდეტექტორის გამოყენებით შეამოწმებენ. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მანდატურის სამსახურში განუცხადეს, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში შემოწმებას სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის უფლებამოსილი პირი ჩაატარებს.

„უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიზანია კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად“, - განაცხადეს მანდატურის სამსახურში.

უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას სკოლის თანამშრომელი უნდა ესწრებოდეს და მის შესახებ მოსწავლის მშობელს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ. კოლექტიური დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია.

უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

თუ მოსწავლეს აღმოუჩენენ კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომელზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.

აღმოჩენილ ნივთს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ან საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]