weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომელ მედიკამენტებს შეიძენენ პენსიონერები და შშმ პირები 50%-იანი და მეტი ფასდაკლებით

11:11 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს (23 დასახელების) საბაზრო ღირებულების 50 %-იანი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს. აღნიშნული პრეპარატებია:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ - 20ტბ (ფასდაკლება 74%); ენაპი 20მგ- 20ტბ (ფასდაკლება 75%); ლოზაპი - 100მგ-30 ტბ (ფასდაკლება 86%); ლორისტა -100მგ- 28 ტბ (ფასდაკლება 87%); ეგილოკი - 100მგ-60ტბ (ფასდაკლება 72%); კორდარონი -200მგ-30ტბ (ფასდაკლება 73%); ვარფარინ–ნიკომედი - 2.5მგ-50ტბ (ფასდაკლება 50%); დიგოქსინი–გრინდექსი - 0.25მგ-50ტბ (ფასდაკლება 50%); ვეროშპირონი - 25მგ-20ტბ (ფასდაკლება 50%); ატორისი - 20მგ-30ტბ (ფასდაკლება 63%); ზილტი - 75მგ-28ტბ (ფასდაკლება 72%); მონოსანი - 40მგ-30ტბ (ფასდაკლება 50%); ფუროსემიდი 40მგ-20ტბ; ამლოდიპინი 5მგ -100ტბ (ფასდაკლება 81%);

დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი - MR 60მგ-30ტბ (ფასდაკლება 50%); ამარილი 2მგ-30ტბ (ფასდაკლება 50%); სიოფორი 1000მგ-60ტბ (ფასდაკლება 50%);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ-50ტბ (ფასდაკლება 73%); L – თიროქსინი 50მკგ50ტბ (ფასდაკლება 53%);

ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ალბუტეროლის სულფატი - 0.5% 2.5მგ/0.5მლ-1ნებულა (ფასდაკლება 50%); სერეტიდი დისკუსი - 50/250მკგ ინჰ. 60 დოზა (ფასდაკლება 82%); სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა (ფასდაკლება 50%); სალბუტამოლი - 200 დოზა (ფასდაკლება 50%); მედროლი 16მგ-50ტბ (ფასდაკლება 50%); პულმიკორტი 2მლ-1 ფლაკონი (ფასდაკლება 50%); ბრეტარისი ჯენუეირი - 322მგკ 60 დოზა (ფასდაკლება 50%);

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა.

ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა. მეორე ეტაპზე დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა. მესამე ეტაპი კი 3 სექტემბრიდან დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]